კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “ბლაუგრანას” მტავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თბილისში გასამართი უეფას სუპერტასისთვის გაფართოებული 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
უკვე ცნობილია, რომ ნეიმარი ინფექციური დაავადების გამო საქართველოს დედაქალაქს ვერ ეწვევა. ესპანელი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, თბილისში შემდეგი ფეხბურთელები ჩამოფრინდებიან:
ტერ შტეგენი, ბრავო, მასიპი, დუგლასი, პიკე, რაკიტიჩი, სერხიო, ალვეში, პედრო, ინიესტა, სუარესი, მესი, რაფინია, მასკერანო, ბარტრა, სანდრო, მუნირი, ხორდი ალბა, სერხი რობერტო, ადრიანო, ვერმალენი, მატიე, ჰალილოვიჩი, ალეიქს ვიდალი, არდა თურანი.
ადრიანოს, დუგლასს და ხორდი ალბას ტრავმები აწუხებთ და “დინამო არენაზე” ვერ ისპარეზებენ. ალეიქს ვიდალი და არდა თურანი კი ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობას 2016 წლის იანვრამდე ვერ შეძლებენ.
“ბარსელონა” თბილისში ორშაბათს 10 აგვისტოს ჩამოფრინდება და სასტუმრო “მერიოტში” დაბინავდება. “ბლაუგრანას” თავკაცი პრესკონფერენციას ორშაბათს 20:15 საათზე დაიწყებს. “ბარსას” და “სევილიას” დაპირისპირება სტარტს 11 აგვისტოს 22:45 საათზე აიღებს.