ქართველმა ძიუდოისტმა ონისე სანებლიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე კადეტთა შორის -90კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან იაპონელი კეისეკე ივაკი დაამარცხა (VIDEO).
საქართველოს კადეტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ინდივიდუალურ შეჯიბრში 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
დღეს, 14:00 საათიდან სარევოში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე გუნდური ტურნირი დაიწყება, საქარველოს პირველი მეტოქე კი ავსტრალია იქნება.