ფეხბურთი

12:29 | 9.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონმა არადამაჯერებლად დაიწყო

ინგლისის ჩემპიონატის 2015/2016 წლების სეზონის პირველი დღე საინტერესოდ წარიმართა. მოქმედმა ჩემპიონმა ლონდონის “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “სუონსის” ვერ აჯობა, ხოლო “მანჩესტერ იუნაიტედმა” გაჭირვებით მოუგო “ტოტენჰემს”.

ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრა სწორედ “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართა. მთელი შეხვედრის განმალობაში მცირე უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, თუმცა საბოლოოდ უქულოდ დარჩნენ. პირველი რეალური საგოლე შანსი კრისტიან ერიკსენს მე-4 წუთზე ჰქონდა, თუმცა მეტოქის კარს ზემოდან გადააცილა. სამაგიეროდ, მასპინძელთა პირველივე შეტევა გოლით დასრულდა – კაილ უოლკერმა უეინ რუნის დაასწრო და 22-ე წუთზე ავტოგოლი მიითვალა. დარჩენილ დროში სტუმრებს სამი კარგი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ “წითელი ეშმაკების” ახალწვეულის სერხიო რომეროს მშვენიერი თამაშის წყალობით ლუის ვან გაალის გუნდმა სამი ქულის მოპოვება მოახერხა – 1:0.

ორჯერ იგებდა ლონდონის “ჩელსი”, თუმცა ჟოზე მოურინიოს გუნდს დამაჯერებლობა აკლდა და საბოლოოდ, პირველივე ტურში დაუგეგმავი ორი ქულა დაკარგა. ანგარიში 23-ე წუთზე საჯარიმო დარტყმიდან ოსკარმა გახსნა, რასაც 6 წუთში გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა. ანდრე აიუმ სადებიუტო მატჩივე მოახერხა გატანა. სტუმართა სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, “არისტოკრატებმა” მოედნის ცენტრიდან გაანახლეს თუ არა თამაში, შეტევაზე წავიდნენ, მარჯვენა ფლანგიდან ვილიანი ცდილობდა ჩაწოდებას, ფედერიკო ფერნანდესმა კი ხელის შეშლა უხეიროდ მოახერხა და მისგან ასხლეტილი ბურთი ფაბიანსკის კარის ბადეში აღმოჩნდა. დარჩენილ დროში სტუმრები აქტიურობას განაგრძობდნენ და ტიბო კურტუამ რამდენჯერმე მოახერხა საკუთარი გუნდის გადარჩენა. გამოსარჩევია, ჯეფერსონ მონტეროს შესანიშნავი თამაში, რომელმაც 70 წუთის განმალობაში მეტოქე გუნდის მცველებს არაერთი თავსატეხი გაუჩინა.

მეორე ნახევარი მასპინძელთათვის ცუდად დაიწყო, მეკარესთან პირისპირ გასული ბაფეტიმბი გომისი ტიბო კურტუამ წააქცია და წითელი ბარათი დაიმსახურა, ხოლო “ჩელსის” კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც შეცვლაზე შემოსულ ასმირ ბეგოვიჩს დაზარალებულმა გაუტანა. დარჩენილ დროში ბოსნიელ კიპერს რამდენჯერმე მოუწია საკუთარი გუნდის გადარჩენა, ხოლო მასპინძელთა მხრიდან ედენ აზარს ჰქონდა მომენტი, მაგრამ გატანა ფაბიანსკიმ არ დაანება – 2:2.

მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა კლაუდიო რანიერის, რომლის გაწვრთნილმა “ლესტერმა” შინ “სანდერლენდი” დაამარცხა იოლად. გამოსარჩევია, რიად მაჰრეზის დუბლი.

კარგი სტარტი აიღო ალან პარდიუს “კრისტალ პალასმა”, რომელმაც პრემიერლიგაში დაბრუნებული “ნორვიჩი” მისსავე მოედანზე დატოვა უქულოდ. აღსანიშნავია, “არწივების” ახალწვეულის იოჰან კაბაიეს გატანილი გოლი.

“ასტონ ვილამ” პრემიერლიგის დებიუტანტი “ბორნმუთი” გასვლაზე დაამარცხა, ხოლო “ევერტონმა” და “უოტფორდმა” “გუდისონ პარკზე” გაიყვეს ქულები.

მანჩესტერ იუნაიტედი – ტოტენჰემი 1:0 (1:0)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): რომერო, ბლინდი, სმოლინგი, დარმიანი (ვალენსია 81), შოუ, კერიკი (შვაინშტაიგერი 60), შნეიდერლენი, დეპაი (ერერა 68), იანგი, მატა, რუნი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ვორმი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, დევისი, უოლკერი, ბენტალები (მეისონი 53), დაიერი (ელი 77), დემბელე (ლამელა 68), ერიკსენი, ჩადლი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლი: უოლკერი 22 ს.კ.
გაფრთხილებები: შვაინშტაიგერი, მატა – ვერტონგენი, დაიერი, უოლკერი
მსაჯი: ჯონათან მოსი

ბორნმუთი – ასტონ ვილა 0:1 (0:0)

ბორნმუთი, “დინ კურტი”

ბორნმუთი (4-4-2): ბორუცი, ელპჰიკი, კუკი, ფრანკისი, დანიელსი, გოსლინგი (ო’კეინი 84), სურმანი, რიტჩი, პუგი (გრადელი 69), კინგი (კერმორგანტი 53), უილსონი.
მწვრთნელი: ედი ჰოუ

ასტონ ვილა (4-3-3):
გუზანი, კლარკი, რიჩარდსი, ბაკუნა, ამავი, ვესტვუდი, გაიე, ვერტუტი (სანჩესი 71), სინკლერი (რიჩარდსონი 78), ჯ.აიუ (გესტედი 59), აგბონლაჰორი.
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი

გოლი: გესტედი 72.
გაფრთხილებები: კინგი, კუკი, გოსლინგი – კლარკი, ბაკუნა, გაიე, ვესტვუდი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

ევერტონი – უოტფორდი 2:2 (0:1)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, სტოუნზი, იაგიელკა, გალოვეი (კონე 63), კოულმენი, ბერი, მაკკარტი, მირალაში (ოვიედო 77), კლევერლი, ბარკლი, ლუკაკუ (ნეისმიტი 91).
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

უოტფორდი (4-4-1-1): გომეში, კეტკარტი, პროდლი, ჰოლებასი, ნიომი, ბეჰრამი (უოტსონი 79), კაპუ, ლეიუნი (პარადესი 59), ანია, ხურადო (იგალო 74), დინი.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

გოლები: 0:1 ლეიუნი (14), 1:1 ბარკლი (76), 1:2 იგალო (83), 2:2 კონე (86).
გაფრთხილებები: კოულმენი – დინი, ჰოლებასი
მსაჯი: მაიკ ჯონსი

ლესტერი – სანდერლენდი 4:2 (3:0)

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, მორგანი, ჰუტი, დე ლაეტი (ბენალუანი 75), შლუპი, დრინკვოთერი, კინგი, ოლბრაიტონი, მაჰრეზი (ფუქსი 77), ვარდი (კანტე 82), ოკაზაკი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

სანდერლენდი (4-1-4-1): პანტელიმონი, ქაბული, კოატესი, ვან აანჰოლტი, ჯონსი (მატეუსი 54), კატერმოლი (ს.ფლეტჩერი 30), ლარსონი, როდუელი, ჯონსონი, ლენსი, დეფო.
მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი

გოლები: 1:0 ვარდი (11), 2:0;3:0 მაჰრეზი (18;25), 3:1 დეფო (60), 4:1 ოლბრაიტონი (66), 4:2 ს.ფლეტჩერი (71).
გაფრთხილებები: ვარდი, შლუპი – როდუელი, ჯონსი, ქაბული, კოატესი
მსაჯი: ლი მეისონი

ნორვიჩი – კრისტალ პალასი 1:3 (0:1)

ნორვიჩი, “კეროუ როადი”

ნორვიჩი (4-5-1): რუდი, ბასონგი, მარტინი, ბრედი, ვაითაკერი, დორანსი (ჰუპერი 80), ჰულაჰანი, ტეტი (რედმონდი 54), ჯონსონი, ჰაუსონი, გრებანი (ჟერომი 53).
მწვრთნელი: ალექს ნილი

კრისტალ პალასი (4-4-1-1): მაკკარტი, დანი, დელანი, იარდი, სუარე, კაბაიე, მაკარტური, პანჩონი, ზაჰა (ბოლასი 72), მუტჩი (იედინაკი 73), მურეი (ვიკჰემი 82).
მწვრთნელი: ალან პარდიუ

გოლები: 0:1 ზაჰა (39), 0:2 დელანი (49), 1:2 რედმონდი (69), 1:3 კაბაიე (94).
გაფრთხილებები: ტეტი
მსაჯი: სიმონ ჰუპერი

ჩელსი – სუონსი 2:2 (2:1)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, მატიჩი, ფაბრეგასი (ზუმა 76), ვილიანი (ფალკაო 84), ოსკარი (ბეგოვიჩი 54), აზარი, კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

სუონსი (4-2-3-1):
ფაბიანსკი, ფერნანდესი, უილიამსი, ნოუტონი, ტეილორი, შელვი, კი (კორკი 42), მონტერო (რუტლიკი 71), სიგურდსონი, ა.აიუ, გომისი (ედერი 79).
მწვრთნელი: გარი მონკი

გოლები: 1:0 ოსკარი (23), 1:1 ა.აიუ (29), 2:1 ფერნანდესი (30 ს.კ.), 2:2 გომისი (55 პენ.).
გაფრთხილებები: ტერი – შელვი, კორკი, უილიამსი
გაძევება: კურტუა 52.
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

0.161167