პროფესიონალმა ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ, რომელმაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 2014 წლის ივლისიდან განაახლა კარიერა, რინგზე დაბრუნების შემდეგ ზედიზედ მეოთხე ვადამდელი გამარჯვება მოიპოვა.
ხურციძე 7 აგვისტოს ატლეტიკ სიტიში (აშშ, ნიუ ჯერსის შტატი) დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელ მელვინ ბეტანკურტს დაუპირისპირდა და მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა. “ტორნადომ” ბრძოლა ჩვეულ, აგრესიულ სტილში დაიწყო და პირველი რაუნდის 2:22 წუთზე ბეტანკურტი ნოკაუტში გაგზავნა. დომინიკელი 5 წამის განმავლობაში რინგზე უმოძრაოდ იწვა, მართალია მერე წამოდგომა შეძლო, თუმცა ფეხზე მყარად ვერ იდგა და მსაჯმაც ბრძოლა შეწყვიტა.