ფეხბურთი

18:06 | 8.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლაკაზეტიმ “ლიონთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

“ლიონის” თვითერის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ალექსანდრე ლაკაზეტიმ “ოლიმპიკთან” კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე გააფორმა.

“ლიონის” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი მთავარი გუნდის ღირსებას 2009 წლიდან იცავს. მას შემდეგ ჩატარებულ 186 მატჩი 70 გოლი გაიტანა.

ლაკაზეტისთვის გასული, 2014/15 წლების სეზონი წარმატებული გამოდგა. ფეხბურთელმა ლიგა 1-ის 33 მატჩში 27 გოლი გაიტანა, გახდა საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი. გასულ სეზონში ალექსანდრეს სატრანსფრო ღირებულება 11.5-დან 30 მილიონ ევრომდე აიწია.

0.113877