ფეხბურთი

17:06 | 8.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძის ტრავმის სიმძიმე დასადგენია

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და იტალიის “ემპოლის” ფორვარდ ლევან მჭედლიძეს გამოკვლევა სჭირდება, რომ ტრავმის სიმძიმე დაუდგინდეს.

მჭედლიძემ “პიზასთან” ამხანაგურ მატჩში მოედანი პირველი ტაიმის მე-20 წუთზე დატოვა, რადგან მარცხენა ფეხის ბარძაყში ტკივილი იგრძნო.

ახლა დასადგენი ისაა, მას ბარძაყის მყესი დაუზიანდა თუ კუნთი. ფაქტია, რომ 8 აგვისტოს, “ჯენოასთან” ამხანაგურ მატჩში ვერ ითამაშებს, რომელიც მოსამზადებელ პერიოდში ბოლოა.

0.134576