ფეხბურთი

16:26 | 8.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გურია” “იმერეთს” დაუზავდა (+VIDEO)

ლანჩხუთის “გურიამ” საქართველოს საფეხბურთო ეროვნული პირველობის ახალი სეზონის სტარტამდე ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ამხანაგური თამაში პირველი ლიგის ხონის “იმერეთთან” ჩაატარა, რომელიც 1:1 დასრულდა (VIDEO).

ლანჩხუთელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა გოგიჩაიშვილმა გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

დაუშვილი, გელაშვილი, ჩადუნელი, ერეკლა კილაძე, ხიზანეიშვილი, ნიკა მაისურაძე, ზაზულია, მოსიაშვილი, ჩაფიძე, ვანო წილოსანი, შოთა ჯიქია.

შეცვლაზე შევიდნენ: ლაშა მჭედლიშვილი, ქურდაძე, კობერიძე, ს. ბახია, ზაქრაძე, ნოზაძე.

ლანჩხუთელთაგან გოლი მოსიაშვილმა გაიტანა.

გადაწყვეტილია, რომ “გურიაში” კოტდივუარელი თავდამსხმელი ბოტი გოა დემელი ითამაშებს, რომელსაც 2012-2013 წლების სეზონში “ზესტაფონში” უასპარეზია.

0.112101