ფეხბურთი

16:12 | 8.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალადაშვილი რუსეთის პირველი დივიზიონის სიმბოლურ ნაკრებში

ხაბარკოვსკის “სკა-ენერგიას” მარჯვენა მცველი კახა ალადაშვილი, ინტერნეტპორტალ onedivision.ru-ს ვერსიით, რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-5 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

განვლილ ტურში, ხაბაროვსკელები იმ მომენტისთვის გათამაშების ლიდერ ნოვოსიბირსკის “სიბირს” სახლში შეხვდნენ და 31 წლის ქართველი ლეგიონერის გოლის წყალობით ქულა აართვეს – 1:1.

“ჩემპიონატის ლიდერთან თამაში ყოველთვის რთულია, მითუმეტეს ორმაგად, როდესაც შენ გუნდს ბევრი რამ არ გამოსდის. გუნდი როცა ვერ უტევს, დაცვას თამაში ორმაგი დატვირთვით უწევს. განვლილ მატჩშიც, “სიბირი” დროდადრო ხაბაროვსკელებს ძალიან მწვავედ უტევდა. ალადაშვილმა არა მხოლოდ თავისი პირდაპირი მოვალეობა შეასრულა და ორთაბრძოლათა 90 პროცენტი მოიგო (სარგებლიანობის ინდექსი 192), არამედ, საჯარიმოდან გოლიც გაიტანა”.

მიმდინარე სეზონში, ალადაშვილი სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვდა.

0.121757