ლუცკის “ვოლინისა” და ხარკოვის “მეტალისტის” დაპირისპირების (2:2) (VIDEO) შემდეგ, ორივე გუნდის მწვრთნელის აზრით მატჩის საუკეთესო მოთამაშე სანდრო კობახიძე, დაფიქსირებული ფრით და მეორე ტაიმში მიღებული ტრავმით იმედგაცრუებული იყო. ამის შესახებ “ვოლინის” ნახევარმცველმა თავისი კლუბის ვებგვერდთან ისაუბრა.
-სანდრო, “მეტალისტის” მთავარმა მწვრთნელმა სევიდოვმა და “ვოლინის” თავკაცმა შენი თამაში კარგად შეაფასეს...
-მადლობა მწვრთნელებს ჩემი თამაშის კარგად შეფასებისთვის. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ვერ მოვიგეთ. “მეტალისტი” ძალიან კარგად გამოიყურებოდა. საერთოდ, ღია და დაძაბული მატჩი გამოვიდა. ბოლო პერიოდში ჩვენ სულ ასე ვთამაშობთ – ბევრი შეტევა, გოლები და ემოციები.
-შენზე ასე დადებითად “დნიპროში” დაბრუნებასთან დაკავშირებულმა ისტორიამ იმოქმედა?
-უბრალოდ, ბოლომდე ვიხარჯები და ვგრძნობ, რომ კარგ ფორმაში ვარ. რაც შეეხება “დნიპროს”...არ ვიცი..ჩემი მოტივაცია ფეხბურთია. გავედი მოედანზე და კარგად თამაში მსურდა. რაღაც გამომივიდა, რაღაც არა. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ.