საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა გორის “დილამ” ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე, მშობლიურ “თენგიზ ბურჯანაძეზე” ტესტ-მატჩი პირველი ლიგის წარმომადგენელ თბილისის “ვიტ ჯორჯიასთან” გამართა და 2:1 გაიმარჯვა.
“დილას” მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა მეტოქეს ასეთი შემადგენლობა დაუპირისპირა:
შევჩენკო, კვირკველია, კვახაძე (კ), პაპავა, ნავალოვსკი, ფალავანდიშვილი, გვალია, ღონღაძე, კურმაშვილი, მოდებაძე, კვირკვია.
შეცვლაზე შევიდნენ: ძარია, მარცვალაძე, მაშუკოვი.
ვიტ ჯორჯიას თავკაცმა გუნდი შემდეგი შემადგენლობით ათამაშა:
პირველი ტაიმი: შეროზია, თათხაშვილი, კალანდია, ჩიტიშვილი, გურეშიძე, გახარია, ლებანიძე, ქარელი, ვაზაგაშვილი, ხაბელაშვილი, კახაბრიშვილი.
მეორე ტაიმი: შეროზია, საბაძე (გვასალია, 81), კალანდია, ჩიტიშვილი, გურეშიძე, დავლაშელიძე, ლებანიძე, ბარამიძე, ვაზაგაშვილი, კახაბრიშვილი ( დანელია, 72), მათიაშვილი.
მე-19 წუთზე ანგარიში მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ გახსნა, რომელმაც მახვილი კუთხიდან გაიტანა. 34-ე წუთზე, ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე კვახაძემ მასპინძლების უპირატესობა ორამდე გაზარდა. 61-ე წუთზე, მათიაშვილმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.