საქართველოს 27-ე საფეხბურთო ეროვნული ჩემპინატის დაწყებამდე, თბილისის “ლოკომოტივმა” საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე ამხანაგური მატჩი ბოლნისის “სიონთან” ჩაატარა და 3:1 გაიმარჯვა (VIDEO).
თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
მიქავა, ჩიტეიშვილი, გეთიაშვილი, ღაღანიძე, უბილავა, სამურკასოვი, დიასამიძე, ბენაშვილი, თექთურმანიძე, კიკნაძე, გავაშელიშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: ართმელაძე,კუპტაძე, ქანთარია, დუმბაძე, ქიქავა, არველაძე, გაბაძე, არდაზიშვილი, ღვინაშვილი.
“ლოკომოტივიდან” გოლები გავაშელიშვილმა, თექთურმანიძემ და ქანთარიამ გაიტანეს.