ფეხბურთი

12:05 | 8.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

სვანაძისთვის “ატლეტიკთან” ფრე დადებითი შედეგია

ბაქოს “ინტერის” მთავარი მწვრთნელის ზაურ სვანაძის აზრით, უეფას ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბილბაოს “ატლეტიკთან” შინ საპასუხო მატჩში ნულოვანი ფრე დადებითი შედეგია.

პირველი შეხვედრა აზერბაიჯანელებმა ბილბაოში 0:2 წააგეს და შედეგად, გათამაშებას გამოეთიშნენ.

“ჩვენი პრობლემების მიუხედავად, გუნდმა ორი რაუნდი გაიარა. თუმცა, მესამეში “ატლეტიკი” შეგვხდა, რომელიც ძალიან სერიოზული და ძლიერი მეტოქე იყო. ამის მიუხედავად, გუნდმა თავი კარგად წარმოაჩინა და იბრძოლა. ასეთ მეტოქესთან ფრე განვლილი შეხვედრის დადებით შედეგად უნდა ჩაითვალოს” – იუწყება სვანაძის სიტყვებს ინტერნეტპორტალი azerisport.com-ი.

0.130458