ფეხბურთი

11:42 | 8.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს სამქულიანი სტარტი (PHOTO+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 1-ის 2015/16 წლების სეზონის დაიწყო. გახსნით მატჩში “ლილმა” “პარი სენ ჟერმენი” მიიღო და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის პირველი ტაიმის უგოლოდ დასრულდა. 23-ე წუთზე ადრიენ რაბიომ ყვითელი ბარათი მიიღო, ხუთ წუთში კი მსაჯმა მოედნიდან გააძევა. პსჟ-ს განაცხადში არ გახლდათ ანხელ დი მარია, რომელიც გუნდს ახლახანს შეუერთდა. არგენტინელი მატჩს ტრიბუნიდან უყურებდა.

მიუხედავად იმისა, რომ პსჟ 10 კაცის ამარა დარჩა მატჩი მაინც მოიგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი პარიზელთა ფეხბურთელმა ლუკას მოურამ მატუიდის გადაცემის შედეგად 57-ე წუთზე გაიტანა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა (VIDEO).

თეგებიპსჟ“ლილი”
0.513961