ფეხბურთი

13:49 | 8.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მირალაშმა “ევერტონთან” გაახანგრძლივა

“ევერტონის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ლივერპულელებთან ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და “გუდისონ პარკზე” 2018 წლის ივლისამდე დარჩება.

ზაფხულის მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში 27 წლის ფეხბურთელის დამატება “ვესტ ჰემს” 6 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ სურდა, თუმცა ფეხბურთელმა “ევერტონში” დარჩენა გადაწყვიტა.

მირალაში ლივერპულურ გუნდში 2012 წლიდან თამაშობს და 106 ჩატარებულ მატჩში 28 გოლი გაიტანა.

0.120754