ფეხბურთი

10:48 | 8.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიომ “ჩელსისთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლონდონის “ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, პორტუგალიემა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ახალი ხელშეკრულების თანახმად ჟოზე 4 წლის განმავლობაში 30 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

მოურინიო “ჩელსიში” 2013 წელს დაბრუნდა. მას შემდეგ პორტუგალიელის გაწვრთნილმა გუნდმა 112 მატჩი ჩაატარა, მოიგო 71 შეხვედრა, 23 ფრედ დაასრულა, ხოლო 18 მატჩში მარცხი განიცადა. “არისტოკრატებმა” გაიტანეს 213 გოლი და საკუთარ კარში 95 გოლი მიიღეს.

0.119188