კალათბურთი

21:32 | 7.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნიუ იორკმა” სერაფინი დაიმატა

“ნიუ იორკ ნიქსმა” 25 წლის ფრანგი ფორვარდი კევინ სერაფინი დაიმატა. სერაფინი ნიუ იორკულ კლუბს მხოლოდ 2015-16 წლის სეზონში დაეხმარება. ხელშეკრულების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

2010-15 წლებში სერაფინი “ვაშინგტონ უიზარდსის” ღირსებას იცავდა. განვლილ სეზონში სერაფინი საშუალოდ ერთ მატჩში 6.6 ქულას და 3.6 მოხსნას აგროვებდა. სერაფინი 2010 წელს დრაფტზე მეჩვიდმეტე ნომრად “ჩიკაგო ბულზმა” აირჩია.

0.120838