ფეხბურთი

20:52 | 7.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

რამოსმა “რეალთან” კონტრაქტი არ გაახანგრძლივა

“რეალის” 29 წლის მცველმა სერხიო რამოსმა და “სამეფო კლუბმა” კონტრაქტის 2020 წლამდე გახანგრძლივების შესახებ ისაუბრეს. “რეალმა” რამოსს ახალი კონტრაქტის თანახმად წელიწადში 8.5 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა მცველმა 10 მილიონიანი ხელშეკრულება მოითხოვა, რის გამოც შეთანხმება არ შედგა. აღნიშნულ ინფორმაციას cadenaser.com ავრცელებს.

მიმდინარე კონტრაქტი სერხიოს 2017 წელს ეწურება.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი “რეალის” ღირსებას 2005 წლიდან იცავს. 29 წლის ფეხბურთელს “რეალის” შემადგენლობაში 314 მატჩი აქვს ჩატარებული და 40 გოლი გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064278