“რომას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა ლონდონის “ჩელსისგან” მოჰამედ სალაჰი ერთწლიანი იჯარის წესით დაიმატა და გამოსყიდვის უფლებაც დაიტოვა. ეგვიპტის ეროვნული ნაკრების შემტევი ახალ გუნდში 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
გასული სეზონი აფრიკელმა მოთამაშემ “არისტოკრატების” რიგებში დაიწყო და 8 მატჩი თავი მხოლოდ ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. სეზონის მეორე ნახევარი ფეხბურთელმა “ფიორენტინაში” გაატარა. “იების” მაისურით სალაჰმა 26 შეხვედრა გამართა, მეტოქე 9-ჯერ დაამწუხრა, ხოლო თანაგუნდელებს 4-ჯერ გაატანინა.