ფეხბურთი

14:17 | 7.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის წყვილები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის კენჭისყრა გაიმართა. ქვეყნის ჩემპიონის რანგში მოთამაშე გუნდები ცალკე დაწყვილდნენ, ხოლო ჩემპიონთა ლიგის საგზურის მფლობელები – ცალკე.

ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპს მომდევნო ათი წყვილის გამარჯვებული შეუერთდება.

ქვეყნის ჩემპიონების წყვილები

“ასტანა” (ყაზახეთი) – “აპოელი” (კვიპროსი)

“შკენდერბიუ” (ალბანეთი) – ზაგრების “დინამო” (ხორვატია)

“სელტიკი” (შოტლანდია) – “მალმიო” (შვედეთი)

“ბაზელი” (შვეიცარია) – “მაკაბი თელ-ავივ” (ისრაელი)

“ბატე” (ბელარუსი) – “პარტიზანი” (სერბეთი)

ჩემპიონთა ლიგის საგზურის გუნდების წყვილები

“ლაციო” (იტალია) – “ლევერკუზენი” (გერმანია)

“მანჩესტერი” (ინგლისი) – “ბრიუგე” (ბელგია)

“სპორტინგი” (პორტუგალია) – ცსკა (რუსეთი)

“რაპიდი” (ავსტრია) – “შახტარი” (უკრაინა)

“ვალენსია” (ესპანეთი) – “მონაკო” (საფრანგეთი)

პლეიოფის პირველი მატჩები 18/19 აგვისტოს გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 25/26 აგვისტოს.

0.093388