ფეხბურთი

13:36 | 7.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი “საუთჰემპტონის” ვარჯიშზე დაშავდა

ინგლისური “საუთჰემპტონის” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გუნდის ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო.

ВВС-ს ინფორმაციით, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა აქილევსის მყესები დაიზიანა და სავარაუდოდ, “ნიუკასლთან” კვირას გასამართ ინგლისის ჩემპიონატის მატჩში თავის გუნდს ვერ გაუძღვება.

კუმანი ექიმებთან კონსულტაციის გასავლელად ჰოლანდიაში გაემგზავრა და გამოკვლევის შემდეგ გადაწყდება დასჭირდება თუ არა მას ტრავმირებულ ფეხზე ოპერაციის ჩატარება.

0.121262