ჭადრაკი

23:09 | 6.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭარხალაშვილმა 4 ტური დაუმარცხებლად განვლო

ბერძნულ კავალაში სტარტი აიღო საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირმა, რომელშიც საქართველოს ღირსებას ინგა ჭარხალაშვილი (2334) იცავს. ქართველი მოჭადრაკე რეიტინგით 32-ეა, 4 ტურის თავზე კი 29-ე ადგილი უკავია.

ჭარხალაშვილმა საწყის პარტიაში ბერძენ ოდისეას კალოდუკასს (1907) სძლია, შემდეგ კი რეიტინგით გაცილებით მაღლა მდგარ მეტოქეებთან, 3 შეხვედრა ყაიმით დაასრულა: უკრაინელ ალექსანდერ კოვჩანთან (2605), ბელარუს კირილ სტუპაკთან (2551) და პოლონელ იაცეკ სტოპასთან (2544).

მე-5 ტურში ჭარხალაშვილი თეთრი ფიგურებით ბერძენ მიხალის პაპადაკისს ეთამაშება.

4 ტურის შემდეგ ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი რუსი ანდრეი რიჩაგოვია (2552), რომელსაც ქულათა მაქსიმუმი გააჩნია.

0.11427