ფეხბურთი

18:29 | 6.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანხელ დი მარია პსჟ-ს მე-13 არგენტინელია

ფრანგულმა პსჟ-მ “მანჩესტერ იუნაიტედიდან” არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გარემარბის ანხელ დი მარიას შეძენა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაადასტურა.

27 წლის სამხრეთამერიკელმა პარიზელ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა. ტრანსფერი 63 მილიონ ევროდაა შეფასებული და წილი მადრიდის “რეალსაც” შეხვდება, სადაც დი მარია “მანჩესტერ იუნაიტედამდე” თამაშობდა.

პსჟ-ს ისტორიაში დი მარია მე-13 არგენტინელი იქნება. ის, ახალ კლუბში 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

0.114996