“კოპა ლიბარტადორესის” თასის მოგების შემდეგ, “რივერ პლეიტის” თავდამსხმელმა ფერნანდო კავენაგიმ გუნდი დატოვა.
ამის შესახებ მან მექსიკის “ტიგრესთან” საშინაო მატჩის მოგების (3:0) შემდეგ, ტელეარხ Fox Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:
“ბედნიერი ვარ. ეს ჩემს კარიერაში ყველა დიდი მიღწევაა. ვიცოდით, რომ ძლიერები ვიყავით. გუნდმა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია. თასის აღმართვით ამაყი ვარ. “რივერ პლეიტში” ბოლო მატჩი ჩავატარე. გუნდიდან წასვლა სწორედ ასე მსურდა. “რივერ პლეიტის” გულშემატკივრებსა და ოჯახს მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა”.
არგენტინის მიმდინარე ჩემპიონატში 31 წლის თავდამსხმელი “რივერ პლეიტის” საუკეთესო ბომბარდირია 18 მატჩში გატანილი 11 გოლით.