კონგოელი ცენტრალური მცველი კრისტოფერ სამბა უახლოეს ხანში კონტრაქტს შოთა არველაძის “ტრაბზონსფორთან” გააფორმებს. ამის შესახებ თურქული fanatik.com-ი იუწყება. 31 წლის ფეხბურთელი თურქეთში 6 ივლისს ტრაბზონელთა გენერალურ მენეჯერ სერჰატ ალტინჩისთან ერთად ჩავიდა. ის “ტრაბზონსფორთან” კონტრაქტს თავისუფალი აგენტის სტატუსით გააფორმებს და წელიწადში ხელფასის სახით 2,5 მილიონ ევროს მიიღებს.
გასულ სეზონში, სამბა მოსკოვის “დინამოში” თამაშობდა, რომლის რიგებში 37 მატჩში 6 გოლი გაიტანა.