ფეხბურთი

15:28 | 6.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სიონი” “თამაზ სტეფანიაზე” ორი თვე ითამაშებს

ბოლნისის “სიონი” საქართველოს 27-ე საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის საშინაო მატჩებს მშობლიურ “თამაზ სტეფანიაზე” ჩაატარებს.

“სიონის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ბოკერიამ მიმდინარე ზაფხულში ბოლნისის სტადიონის ინსპექტირება მეორედ ჩაუტარა და ქვემოქართლელებს შინ თამაშის ნება დართეს.

თუმცა, საშეჯიბრო კომიტეტის გადაწყვეტილებით ბოლნისელები “თამაზ სტეფანიაზე” ორი თვე იასპარეზებენ, ხოლო ზამთრის მოახლოების შემდეგ სტუმრებს გორში მიიღებენ.

0.121925