ქუთაისის “ტორპედომ” საქართველოს 27-ე საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური მატჩი ხელვაჩაურის “მაჭახელასთან” ჩაატარა, რომელიც გასულ სეზონში პირველ ლიგაში გამოდიოდა და 6:0 გაიმარჯვა.
ქუთაისელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ “მაჭახელასთან” შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა:
სომხიშვილი (თევდორაძე), ადამაძე (ნიკონოვი), მირცხულავა (ნაცვლიშვილი), ნერგაძე (ადამაშვილი), კირკიტაძე (შინდაგორიძე), მამასახლისი (ოდიკაძე), კლიმიაშვილი (ქიმაძე), სიჭინავა (ხურციძე), კახელიშვილი (გოგუაძე), კუხიანიძე (ბაბუნაშვილი), კვერნაძე (კაპანაძე).
ქუთაისელებიდან დუბლი კვერნაძემ და სიჭინავამ მიითვალეს, ხოლო თითო გოლი ოდიკაძემ და კახელიშვილმა გაიტანეს.