ფეხბურთი

12:40 | 6.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვარგასი “ბეტისში” გადავიდა

პერუელი ნახევარმცველი ხუან მანუელ ვარგასი თავისუფალი აგენტის სტატუსით კარიერას ესპანურ “ბეტისში” გააგრძელებს. ამის შესახებ TuttomercatoWeb იუწყება.

31 წლის ფეხბურთელს “ფიორენტინასთან” კონტრაქტი 1-ელ ივლისს დაუმთავრდა და მან ახალი ხელშეკრულების გაფორმება იუარა.

განვლილ სეზონში, ვარგასმა ფლორენციელთა შორის 29 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.

0.113614