ფეხბურთი

12:27 | 6.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ექტორ მორენო პსვ-ში ითამაშებს

ჰოლანდიის პსვ-მ ესპანეთის “ესპანიოლთან” მცველ ექტორ მორენოს ტრანსფერზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ Sport.es იუწყება.

მორენოს მენეჯერს მინო რაიოლას სურდა, რომ მისი კლიენტი ფლორენციის “ფიორენტინაში” გადასულიყო, მაგრამ 27 წლის მექსიკელმა ჰოლანდიის ჩემპიონატში თამაში არჩია, სადაც 2008-2011 წლებში “ალკმაარში” გამოდიოდა.

გასულ სეზონში, მორანომ “ესპანიოლში” 26 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, თან ერთი საგოლე პასი გააკეთა.

0.125686