ბრაზილიის “ფლუმინენსეს” ნახევარმცველი ჟერსონი კარიერას იტალიის “რომაში” გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი იუწყება.
რომაელებს 18 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი 17 მილიონი ევრო დაუჯდებათ და “რომადან” სხვა კლუბში ჟერსონის გაყიდვის შემთხვევაში, “ფლუმინენსე” გარკვეულ პროცენტს მიიღებს.
ცოტა ხნით ადრე, ფეხბურთელის ტრანსფერზე “ბარსელონა” და ჟერსონის მამა შეთანხმდნენ. თუმცა, კატალონელებმა შესაძლოა მასზე უარი თქვან თუ “ფლუმინენსე” ფეხბურთელის “რომადან” გასხვისების პროცენტს კატალონელებს დაუთმობს.
“რომა” ჟერსონს განაცხადში მხოლო 2016 წლის იანვარში შეიყვანს, ხოლო მანამდე რომელიმე იტალიურ ან ბრაზილიურ კლუბში გაანათხოვრებს.