არგენტინელი სპორტული ტელეჟურნალისტი, ივანა ნადალი მიუხედავად იმისა, რომ თავისი საქმის ჭეშმარიტ პროფესიონალად ითვლება, მისი პოპულარობა ჟურნალისტობით სულაც არაა განპირობებული. ივანა თავისუფალ დროს თამამი ფოტოგადაღებებით ირთობს თავს და სწორედ ამით მიიქცია მან მთელი მსოფლიოს ყურადღება.
ივანას მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული ასპაექტით ობიექტურობა მოეთხოვება, მაინც ღიად ავლენს არგენტინული საფეხბურთო კლუბის, “ბოკა ხუნიორსის” ტრფობას და როდესაც ამისა საშუალება მიეცემა ხოლმე, თავპატიჟდაუდებლად ცაში აჰყავს “ბოკას” ფეხბურთელები.
ცალმხრივ სიყვარულს აბა რა ილაჯი აქვს? ამიტომ, ივანა ნადალს სიყვარულში და დაფასებაში არც ბუენოს აირესული კლუბის ფეხბურთელები ჩამოუვარდებიან და თუკი ექსკლუზიური ინტერვიუს მიცემა სურთ, მსწრაფლ ივანას დაეჭვიტებიან ხოლმე. მოკლედ, ხელი ხელს ბანს, სიყვარული კი ყველაფერს ალამაზებს.