ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსმა” 27 წლის ამერიკელი ფორვარდი ჯერემი ევანსი დაიმატა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ტეხასურმა კლუბმა ევანსთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კონტრაქტის სხვა დეტალები უცნობია.
ევანსი 2010 წლიდან 2015-მდე “იუტა ჯაზის” ღირსებას იცავდა. განვლილ სეზონში ევანსი მატჩში საშუალოდ 2.4 ქულას და 1.9 მოხსნას აგროვებდა. ევანსი 2012 წლის ჩატენვების კონკურსის გამარჯვებულია.