ფეხბურთი

21:26 | 5.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

სოლსკიაერს “ტორონტოში” ელიან

ნორვეგიის ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფორვარდმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა სამწვრთნელო საქმიანობა შესაძლოა MLS-ში განაგრძოს. “როიტერის” ინფორმაციით, 42 წლის ნორვეგიელს მთავარი მწვრთნელის პოსტზე MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე მყოფი “ტორონტო” ეპატიჟება.

სოლსკიაერი “მანჩესტერ იუნაიტედის” სარეზერვო გუნდში სამწლიანი (2008-2011 წლები) მუშაობის შემდეგ მომდევნო სამი წელი “მიოლდეს” წვრთნიდა, ბოლოს კი, 2014 წელს “კარდიფ სიტის” ედგა სათავეში.

ნორვეგიელი 1996-2007 წლებში ასპარეზობდა “მანჩესტერ იუნაიტედში”, რომლის რიგებში ჩემპიონთა ლიგა და 6-ჯერ ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11602