სერბულ სუბოტიცაში გრძელდება ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში. მეორე საშეჯიბრო დღეს ფინალში გიორგი ხაჩიძე (46) და დემურ მეგენეიშვილი (76) გავიდნენ და ოქროს მედლებისათვის იბრძოლებენ, ბრინჯაოს კი თორნიკე კვინიკაძე (63) და ზურიკო ურთაშვილი (100) შეუტევენ.
42 კგ - გიორგი ხაჩიძემ ფინალამდე სამ შეხვედრაში გაიმარჯვა, ფრანგი ვალენტინ დამოური 10-0, პოლონელი კორდიან სკრზისკი 4-4, ნახევარფინალში კი ბერძენი გიორგიოს 8-5 დაამარცხა, ფინალში ქართველი მეტოქე სომეხი არსენ არუთინიანი იქნება.
76 კგ - დემურ მეგენეიშვილმა ფინალამდე ოთხ მეტოქეს მოუგო, ლატვიელი არტიომს სუმაკოვსი 10-0, თურქი მუჰამედ გუნდორი 6-4, პოლონელი მიჩათ ბიელანსკი 6-1, ბულგარელი ივან სტეფანოვი 4-4 დაამარცხა, ფინალში კი რუსი მარიკ შებზუხოვი იქნება.
63 კგ - თორნიკე კვინიკაძემ აზერბაიჯანელი კურბან კურბანოვი 10-2, შემდეგ თურქ ჰასან კაიას მოუგო 10-8, ნახევარფინალში კი 4-6 დამარცხა რუს მაგომედ სურხოევთან და ბრინჯაოსთვის უკრაინელ გრიგორი ტერზის შეხვდება.
100 კგ - ზურიკო ურთაშვილმა პირველ შეხვედრაში რუს ალექსანდრ ხოზიევს 10-0 სძლია, მეოთხედფინალში პოლონელ დამიან ჩოტუს 6-0 მოუგო, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელი ალიმაგომედ ალიხმაიევთან დამარცხდა 0-9 და ბრინჯაოსთვის თურქ მეჰმეტ კარაბულუტს შეხვდება.
54 კგ - ვანო გოდელაშვილმა სლოვაკი ბალაკს ჰაკსერი 10-0 დაამარცა თუმცა მომდევნო შეხვედრაში 2-4 დამარცხდა აზერბაიჯანელ საბუტაი საბუტაისთან და ასპარეზობას გამოეთიშა.
ფინალები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაციის ლინკი
http://wrestling.ge/NewsPage/Item/66
ფინალი
42 კგ გიორგი ხაჩიძე - არსენ ატუთუნიანი (სომხეთი)
76 კგ დემურ მეგენეიშვილი - მარიკ შებზუხოვი (რუსეთი)
ბრინჯაოსთვის
63 კგ თორნიკე კვინიკაძე - გრიგორი ტერზი (უკრაინა)
100 კგ ზურიკო ურთაშვილი - მეჰმეტ კარაბულუტი (თურქეთი)
www.wrestling.ge