ფეხბურთი

17:33 | 5.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია: “პსჟ-ში გადასვლით ბედნიერი ვარ”

არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევმა ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ პსჟ-ში გადასვლით გახარებულია და მომდევნო სეზონში გუნდს ჩემპიონთა ლიგაში წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

“პსჟ-ში მისვლით ბედნიერი ვარ. გუნდმა საფრანგეთში გასულ სეზონში ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ყველაფერს გავაკეთებ, რათა გუნდის წარმატებაში წვლილი შევიტანო და პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდეს.” – ციტირებს სამხრეთამერიკელის სიტყვებს sky sport-ი.

დი მარია “მანჩესტერ იუნაიტედიდან” პსჟ-ში გადავიდა და აღნიშნულ ტრანსფერს მხოლოდ გაოფიციალურება სჭირდება. ინგლისელებმა ფრანგებისგან 63 მილიონი ევრო მიიღეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენწლიან კონტრაქტს გააფორმებს ანხელი “პარი სენ ჟერმენთან”.

0.110297