ფეხბურთი

16:25 | 5.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩავის ნომერი ალვეშს ერგო

“ბარსელონამ” ახალი სეზონის წინ სათამაშო ნომრები დაამტკიცა. ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 2015-2016 წლების სეზონში 6-ნომრიანი მაისურით, რომელიც გუნდიდან ლეგენდარული ჩავი ერნანდესის წასვლის შემდეგ თავისუფალი დარჩა, დანი ალვეში ითამაშებს. აქამდე ალვეში 22-ე ნომრით ასპარეზობდა. ჩავი ამ ზაფხულს ყატარულ “ალ სადში” გადავიდა.

2-ნომრიანი მაისური მიიღო მცველმა დუგლასმა, რომელიც “ინტერში” გადასვლამდე მონტოიას ემოსა.

ჯერ არ მიუღიათ სათამაშო ნომრები “ბარსელონას” ახალწვეულებს არდა თურანს და ალეიქს ვიდალს, რომლებიც ფიფას მიერ ესპანური კლუბისთვის ფეხბურთელთა რეგისტრაციაზე დაწესებული აკრძალვის გამო, კატალონეილთა რიგებში ოფიციალური მატჩების ჩატარებას 2016 წლის იანვრამდე ვერ შეძლებენ.

0.17063