ჭიდაობა

23:56 | 4.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

3 ოქრო და 2 ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატის სტარტზე

სერბეთის ქალაქ სუბოტიცაში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის დიდებული სტარტი აიღო ქართულმა დელეგაციამ.

პირველ დღეს თავისუფალი სტილის 5 წონის ფალავნებმა იასპარეზეს. გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილმა ნაკრებმა ხუთივე წონაში მედალი მოიპოვა, აქედან სამი უმაღლესი სინჯის გახლდათ. თორნიკე ქათამაძე (42), ალეკო ლომიძე (58) და ივერი ჯულაყიძე (69) ევროპის ჩემპიონები გახდნენ, ხოლო თეიმურაზ ვანიშვილმა (50) და ბექა ჭელიძემ (85) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

5 აგვისტოს შეხვედრები დარჩენილ 5 წონით კატეგორიაში გაიმართება. საქართველოს სახელს დაიცავენ: გიორგი ხაჩიძე (46), ვანო გოდელაშვილი (54), თორნიკე კვინიკაძე (63), დემურ მეგენეიშვილი (76) და ზურაბ ურთაშვილი (100).

წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყება. ტურნირის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაციას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ სამივე ხალიჩაზე

http://wrestling.ge/NewsPage/Item/66

0.118524