ფეხბურთი

22:06 | 4.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა

მადრიდის “რეალის” ფორვარდ ქარიმ ბენზემას უფრო სერიოზული ტრავმა აღმოაჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ.

“რეალის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფრანგ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთის პრობლემა აქვს.

მან ტრავმა “მილანთან” ამხანაგურ მატჩი მიიღო და ჯერჯერობით გამოჯანმრთელების ვადა უცნობია.

ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში ბენზემამ მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა – “მანჩესტერ სიტის” კარში.

0.113042