ცენტრალური მცველი გიორგი რეხვიაშვილი კარიერას საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოში” გააგრძელებს.
გასულ სეზონში 27 წლის უკანახაზელი საჩხერის “ჩიხურადან” თურქეთის პირველი ლიგის “ბოლუსფორში” გადავიდა, სადაც 6 მატჩი სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა, მაგრამ მძიმე ტრავმა მიიღო და საქართველოში დაბრუნდა.
რეხვიაშვილს “დინამოში” აქამდეც უთამაშია. ის კლუბის ღირსებას 2011–2014 წლებში იცავდა.