ფეხბურთი

20:21 | 4.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

სამარასი სამედიცინო შემოწმებას “სამპდორიაში” გადის

საბერძნეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გეორგიოს სამარასი სამედიცინო შემოწმებას იტალიურ გენუის “სამპდორიაში” გადის. ამის შესახებ Sky Italia-ს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება.

მიმდინარე ზაფხულში 30 წლის სამარასმა ინგლისის “ვესტ ბრომვიჩთან” კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტია.

თუ სამედიცინო შემოწმებას წარმატებით გაივლის, ბერძენი “სამპდორიასთან” ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში ხელფასის სახით 750000 ევროს მიიღებს.

0.118555