ფეხბურთი

18:57 | 4.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

იანგი და “მანჩესტერი” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

“მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევი ნახევარმცველი ეშლი იანგი კლუბთან კონტრაქტის 3 წლით გახანგრძლივებას დათანხმდა. ამის შესახებ ESPN FC იუწყება.

ფეხბურთელსა და კლუბს შორის ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე კონსულტაცია ჯერ კიდევ გასულ სეზონში დაიწყო, საბოლოოდ კი, მხარეები შეთანხმდნენ.

30 წლის იანგმა გასულ სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში 26 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, რასაც 5 საგოლე პასი მიამატა.

თეგებიეშლი იანგი
0.134823