ფეხბურთი

18:07 | 4.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანუტე “სევილიაში” სტაჟირებას გაივლის

ესპანურ “სევილიას” ყოფილი თავდამსხმელი ფრედერიკ კანუტე დაუბრუნდა. სევილიელთა ვებგვერდის ინფორმაციით, მალის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ექსფორვარდი ერთი თვის განმავლობაში კლუბში ახალგაზრდულ გუნდთან იმუშავებს.

2013 წელს კარიერის დასრულების შემდეგ, ეს მისი პირველი სამწვრთნელო გამოცდილება იქნება. 37 წლის კანუტეს სტაჟირება პროფესიონალურ გუნდებთან მუშაობის ლიცენზიის მოსაპოვებლად სჭირდება.

კანუტე “სევილიაში” 2005-2012 წლებში თამაშობდა და 285 მატჩში 138 გოლი გაიტანა. მან სევილიელებთან ერთად ორჯერ უეფას თასი, უეფას სუპერთასი, ორჯერ ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი და ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

0.129429