ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა თურქეთის ქალაქ სტამბოლში დაწყებულ 10-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო.
მე-3 ნომრად განთესილმა მეტრეველმა კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – ალპ სენტაი 6:2, 6:4 დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც იტალიელ აპოსტოლიკოს და თურქ ჰაილაზს შორის გამარჯვებულს ეთამაშება.
შეგახსენებთ, რომ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში მეტრეველს 85 ქულა გააჩნია და 449-ე ადგილზე იმყოფება.