“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა ნახევარმცველი ჯესი ლინგარდი “ბრისტოლ სიტიში” გაყიდოს. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი იუწყება. მხარეები გარიგების გაფორმებასთან, რომლის ღირებულება 2,5 მილიონი გირვანქაა, ახლოს არიან.
22 წლის ნახევარმცველი “მანჩესტერ იუნაიტედის” აკადემიის აღზრდილია, მაგრამ მანჩესტერელთა პირველ გუნდში მხოლოდ ერთხელ უთამაშია. ის იჯარით “ლესტერში”, “ბირმინგემში”, “ბრაიტონში” და “დერბიში” გამოდიოდა.