ფეხბურთი

16:03 | 4.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

კევინ-პრინს ბოატენგი “სპორტინგში” ითამაშებს

განელი ფეხბურთელი კევინ-პრინს ბოატენგი კარიერას პორტუგალიის “სპორტინგში” გააგრძელებს.

პორტუგალიური გამოცემა O Jogo-ს ინფორმაციით, მან “სპორტინგში” სამედიცინო შემოწმება გაიარა და ლისაბონელებთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

გასულ სეზონში, 28 წლის ბოატენგი გელზენკირხენის “შალკეში” გამოდიოდა, სადაც დისციპლინის დარღვევის გამო გუნდს ჩამოაშორეს.

0.153555