ესპანურმა “სევილიამ” თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაადასტურა, რომ ლვოვის “კარპატისთან” 18 წლის თავდმასხმელ მარიან შვედის ტრანსფერზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია.
შვედი 4 აგვისტოს სევილიაში ჩავიდა, რათა ესპანურ საფეხბურთო კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს. ის “კარპატის” აღზრდილია და პირველ გუნდში შარშან დააწინაურეს. საერთო ჯამში, ლვოველთა რიგებში მას 11-ჯერ უთამაშია და 2 გოლი გაუტანია.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ზაფხულში “სევილიამ” კიდევ ერთ უკრაინელი შეიძინა. კერძოდ, “დნიპროდან” ევგენი კონოპლიანკა დაიმატა.