არგენტინელი ხავიერ მასკერანო “ბარსელონას” მესამე ვიცე-კაპიტანი გახდა. ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, ეს ფაქტი კატალონიელთა მორიგი ვარჯიშის დროს გაცხადდა.
ჩავის “ალ-სადში” გადასვლის მერე, გუნდის კაპიტნის სამკლავური ანდრეს ინიესტამ მოირგო, ხოლო პირველ ვიცე-კაპიტნებად ლიონელ მესი და სერხიო ბუსკეტსი აირჩიეს.
31 წლის არგენტინელი “ბარსელონაში” 2010 წლიდან გამოდის და 231 მატჩში გოლი არ გაუტანია.