ფეხბურთი

11:00 | 4.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ თბილისის “დინამო” დასაჯა

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში ადგილობროვ “დინამოსა” და აზერბაიჯანის “გაბალას” მატჩის დროს მომხდარი ინციდენტების გამო, ქართული კლუბი დასაჯა.

უეფას ვებგვერდი იუწყება, რომ შეხვედრის მსვლელობისას ადგილი რასისტულ გამოხდომებს, უკანონო ბანერის გამოფენასა და მინდორზე გულშემატკივრების შესვლის ფაქტებს ჰქონდა.

ამის გამო, “დინამო” 20000 ევროს გადაიხდის, ხოლო ჩრდილოეთ ტრიბუნის მე-16 სექტორი, სადაც “დინამოს” ფანები “გლადიატორები” სხედან, უეფას ეგიდით ჩატარებულ ერთ მატჩში ცარიელი იქნება.

0.114301