“ტროფი ტურის” ფარგლებში უეფას ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და სუპერთასის თასები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით ენგურის ხიდზე ჩაიტანეს.
ხსენებულმა თასებმა საქართველოს ყველა რეგიონი შემოიარეს და ამჟამად, ბინა თბილისში დაიდეს. 7-8 აგვისტოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით თბილისში “ევროპის მოედანზე” ბავშვებს შორის საფეხბურთო ტურნირი ჩატარდება, სადაც სამივე თასი გამოიფინება.
ევროპის სუპერთასის მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 11 აგვისტოს ჩატარდება და 22:45 საათზე დაიწყება.