დაე შეკრთნენ მოქალაქენი პარიზისა და მოქალაქენი ამსტერდამისა, დაე განიხვნენ ქუჩები რომისა და მადრიდისა. დაე იქმნას სიხარული ფრიადი, რადგან ბებერ ევროპის კონტინენტზე მოგზაურობა თვით დიად ლარისა რიკელმეს გადაუწყვეტია და ეს ისეთი ამბავია, როდესაც ამის აღსანიშნავად მარნიდან ღვინო უნდა ამოვიტანოთ.
პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების თილისმად სახელდებული ძუძუდიადი ლარისა რიკელმე, მართალია, ევროპას ხშირად სტუმრობს და ფოტოკამერების წინ გადაპლაკვა არც ევროპაში ეზარება, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ევროპის ტურისტული თვალით განჭვრეტის სურვილითაა შეპყრობილი და ამ მიზანს სულ მალე განახორციელებს.
რაც დრო გადის, ლარისა რიკელმეც თანდათან ხვდება ამა ქვეყნის სიამეთა ჭეშმარიტ აზრს და ალბათ იმ დასკვნამდეც მივიდა, რომ უაზროდ ტინგიცზე საინტერესო და შემაკრთობელი, თუნდაც ლონდონის მრავლისნახველი ქუჩების დათვალიერებაა. ევროპაში საინტერესო და გულისმისავალ ადგილებს რა დალევს...