ფეხბურთი

19:32 | 3.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხედირა ორ თვეს გამოტოვებს

ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულმა გერმანელმა ნახევარმცველმა სამი ხედირამ “მარსელთან” (0:2) ამხანაგურ მატჩში ბარძაყი დაიზიანა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ხედირას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა, რის გამოც ფეხბურთელი 2 თვე მინდორზე ვერ გავა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის სამი ხედირა “იუვენტუსმა” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაიბირა. ხედირამ და “იუვემ” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. გერმანელი სეზონში 2.6 მილიონ გირვანქას მიიღებს.

0.128809